გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში ჩაირიცხა

20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ნასიონალში” გააგრძელებს. ამის შესახებ 1tv წერს.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გარემოში მოვხვდებოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს, კოშტინიას, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, ევროპის ვიცეჩემპიონია და მადრიდის “ატლეტიკოში” უთამაშია. ეს კაცი მენდო და მითხრა, რომ თამაშები და დრო მექნება. პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მთელმა გუნდმა კარგად მიმიღეს. ფეხბურთელს მეტი რა უნდა, უნდა მოინდომო, ეს ნდობა რომ გაამართლო” – განაცხადა არაბიძემ.

გიორგი არაბიძე „დონეცკის “შახტარში” 2015 წელს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული