„ეს სტატია არის იმ პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ჩვენს ქვეყანაში“

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, თურქეთში მცხოვრები ქართველი ექიმის, მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუს საზოგადოების მკვეთღი რეაქცია მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ სტატია C ჰეპატიტის წარმატებული პროექტის დისკრედიტაციაა და იურისტების მხრიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

გთავაზობთ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის, იმე დიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს.

“არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება იმ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო და რომელშიც ვინმე მალინა ბერიკაშვილი, თურქეთის კლინიკის ქართველი წარმომადგენელი C ჰეპატიტის შესახებ წერს.

მე არ ვარ ექიმი ინფექციონისტი და არც ამ პროგრამაში ვარ ძირიძირობამდე ჩახედული, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უფლება მაქვს ვილაპარაკო იმ ფაქტებზე, რასაც მე შევხვედრივარ და ვხვდები C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანთა შესახებ.

პროგრამის ამუშავებისთანავე, სამედიცინო ცნობა ფორმა 100 ა-თი უამრავმა ადამიანმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და დარეგისტრირდა როგორც აღნიშნული პროგრამის პაციენტი, მათ შორის იყვნენ ისინი, ვის ოჯახებშიც მომიწია ვიზიტების განხორციელება და ისეთებიც, ვინც ჩემი უბნელ-მეზობლები, მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები არიან.

მე ახლაც მიწევს მათთან შეხვედრა და აღნიშნავენ, რომ მკურნალობის ჩატარების შემდეგ, სრულიად განიკურნნენ. ვიცი მხოლოდ ორი ფაქტი, რომლებიც გარდაცვალებით დასრულდა და როგორც გავარკვიე, ეს ორი ადამიანი მკურნალობის პერიოდში კვლავაც აგრძელებდა ალკოჰოლის და ნარკოტიკის მიღებას, მითუმეტეს რომ ციროზი უყალიბდებოდათ. ეს მათივე ძმაკაც მეგობრებისგან შევიტყვე. ერთზე ისიც მითხრეს სამკურნალო წამალს ხშირად ლუდით სვავდაო. დანარჩენები დაახლოვებით 50-60 ადამიანი, რომლებსაც მე პირადად ვიცნობ, დიდი მადლიერები არიან პროგრამის. 

ალბათ ადვილი მისახვედრია თუ რა ხდება. ეს სტატია არის იმ პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ერთერთი წარმატებული პროექტია ჩვენს ქვეყანაში. ამ სტატიით არამარტო ჩირქს სცხებენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად ქვეყანას, არამედ ქმნიან ე.წ. პანიკას იმ ადამიანებში ვინც პროგრამაშია ჩართული ან უკვე განიკურნა.

ეს ამბავი ხელისუფლებამ არ უნდა გაატაროს და აუცილებლად უნდა გამოიძიოს ვინ და რატომ, რა მიზნით გამოუშვა ასეთი პასკვილი საზოგადოების სამსჯავროზე და რა იმალება ამ ბოროტების უკან. მე ვთვლი რომ ეს არის არამარტო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არამედ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც იურისტები უფრო სწორად შეაფასებენ და სწორ კვალიფიკაციას მისცემენ.

უნდა გაირკვეს სტატიის ავტორის ფანტაზიებია თუ თავად ქალბატონი მალვინა არის ამ აზრის შემოქმედი.“

Facebook Comments

ახალი დადებული