სოციალური ქსელები და მედია

სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 200 მიგრანტი დაიღუპა

Nusagi

გასული სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 200 მიგრანტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ინფორმაციას მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

უფლებადამცველების ცნობით, მსხვერპლი ძირითადად ტექნიკურად გაუმართავი გემების ჩაძირვით არის გამოწვეული. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, წელს  ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 170 ათასი არალეგალი შევიდა.

უსაფრთხო თავშესაფრის ძიების მცდელობა კი 1000 ადამიანისთვის ფატალურად დასრულდა.

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, სადაც ლიდერები  შეთანხმდნენ, რომ საზღვრების კონტროლი გაძლიერდება. პარალელურად, თურქეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.

ევროკავშირში მიგრაციის გამო შექმნილი პრობლემისთვის არაერთხელ გააკრიტიკეს გერმანიის კანცლერი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,189 ნახვა
%d bloggers like this: