ტაილანდში მღვიმეში ნაპოვნი მოზარდი 14 წლის გახდა

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდიდან ერთ-ერთმა დაბადების დღე აღნიშნა. დუანგ პეტჩპჰრომ პტჰეპი, რომელსაც შემოკლებით დომს ეძახიან, 14 წლის გახდა. მოზარდმა სოციალურ ქსელებით მილოცვები მთელი მსოფლიოდან მიიღო.

გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი ტურისტებისთვის ცნობილ მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს წამოვიდა ძლიერი წვიმა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი დაიკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვებულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს   აშშ-სა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე  ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა. მათ 9 დღის განმავლობაში არაფერი უჭამიათ და როგორც მაშველები განმარტავენ, ჯერ საჭიროა, ძალები აღიდგინონ. ექსპერტები აცხადებენ, რომ წყლის დონის დაწევას სულ მცირე 3 თვე სჭირდება, ხოლო ვიწრო კლოდვანი მღვიმეს გავლა წყლის ქვეშ გამოუცდელ ბავშვებს გაუჭირდებათ, ამიტომ ამჟამად პროფესიონალი მყინთავები ცდილობენ მათ დაივინგი ასწავლონ.

Facebook Comments

ახალი დადებული