ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი საფრანგეთთან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალს ტრავმის გამო გამოტოვებს . ამის შესახებ L’Equipe იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი ვერ მოასწრებს ტრავმის მორჩენას, რომელიც პორტუგალიასთან თამაშისას მიიღო. 72 საათიანი დასვენების მიუხედავად კავანის ფეხი კვლავ სტკივა, ამიტომ ფრანგებთან თამაშში მისი გამოყვანა სარისკოა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ფორვარდი სათადარიგო შემადგენლობაში მოხვედრას.
კავანი პორტუგალიელებთან თამაშის დროს დუბლის ავტორი გახდა, სოჭში შეხვედრა 2:1 დასრულდა ურუგვაის ნაკრების სასარგებლოდ. მეტოქეთა გუნდიდან ერთადერთი გოლი მცველმა პეპემ გაიტანა. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ , რომელიც ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამჯერად ვერაფაერი გააწყო.
ურუგვაი საფრანგეთს 6 ივლისს შეხვდება.