პოლიტიკა სოციალური ქსელები და მედია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ რამდენიმე კანდიდატი სახელდება

Nusagi

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მას შემდეგ რაც პატარაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, მედიაში რამდენიმე გვარი სახელდება, ვინც შესაძლოა მისი ადგილი დაიკავოს.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეა. ის ახლა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორია, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მიმდინარეობს თუ არა რიჟვაძესთან რაიმე ტიპის კონსულტაციები, ჯერჯერობით უცნობია, რადგან რიჟვაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კიდევ ერთ კანდიდატად დასახელდა ზაალ მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კანდიდატურად შესაძლო დასახელებაზე ცნობები ასევე არ დაადასტურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ცოტნე ანანიძემ, რომელიც ამბობს, რომ ეს თანამდებობა მისთვის არავის შეუთავაზებია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,907 ნახვა
%d bloggers like this: