ნიკოლოზ გაგუა: საპენსიო სააგენტო ივლისში ამოქმედდება

საქართველოში საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო ივლისში უნდა ამოქმედდეს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას. ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საპენსიო სააგენტოს ამოქმედება ივლისში მოხდება, რომელიც მთავრობიდან იმ პროცესებს გადაიბარებს, რაც სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა გაგუამ.

საპენსიო სააგენტოს შექმნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. სააგენტოს შექმნის მიზანი დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვაა.

Facebook Comments

ახალი დადებული