Uncategorized

მარიამ დოლიძე-,,არ დაგეზაროთ ყველამ წაიკითხეთ!!!”

Nusagi

“არ დაგეზაროთ ყველამ წაიკითხეთ!!!

ამ პოსტს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია უსამართლობისა და დაუნახავობის ატანა. ეძღვნება მათ, ვინ არ იცის ვინ არის ბონდარენკო (ცნობისთვის, ის ძალიან პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია რუსეთში და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში) და აინტერესებთ, რას „დაატარებენ“ მას აქეთ-იქით:

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც ორი ძალიან კარგი გოგოს პირველსავე თხოვნაზე, ერთ ძალიან კარგ ქართველ ბიჭს დახმარებოდა, უყოყმანოდ დასთანხმდა.

ბიჭს, რომელსაც წლებია სტანჯავს გაუსაძლისი ტკივილები და მას სულ რამდენიმე ადამიანი ედგა გვერდში.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც 3 საქველმოქმედო სპექტაკლი და არაერთი საქველმოქმედო საღამო გამართა ამ პატარა, სიცოცხლის მოყვარული ბიჭის – მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად და დღემდე ეხმარება.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელმაც თავისი მონდომებითა და შრომით თანხის უდიდესი ნაწილი შეუგროვა მას.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც დედოფლისწყაროშიც ჩავიდა კიდევ ერთი ადამიანის დასახმარებლად.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც სულ ახლახანს ბათუმში იყო კიდევ ერთი საყვარელი ბიჭის – ლუკას გვერდით და მას უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც გულში იხუტებს ავადმყოფ და შშმ ბავშვებს და უამრავ საჩუქარს სჩუქნით მათ.

ეს, ის ბონდარენკოა, ვინც რუსეთში ქართველ ზურიკელას თამაშობს სპექტაკლში.

ეს, ის ბონდარენკოა, ვინც თქვენგან განსხვავებით, ქართული ასოებით გაიკეთა ტატუ და არა ჩინურად.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც ბედნიერია, როცა ქართულ ნაციონალურს ცეკვავს და ქართულ სამოსს იცვამს.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელმაც საოცარი სიამაყით იცეკვა „ზეკარი“ და კიდევ ერთხელ აპირებს იცეკვოს ამჯერად „დაისი“.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც საქართველოს მთებს, მდინარეებს, ხეებსა და ბალახსაც კი ეფერება.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელიც სწავლობს ქართულ ენას და ცდილობს ქართულად ილაპარაკოს.

ეს, ის ბონდარენკოა, რომელმაც ქართული დროშა დაიხატა სახეზე და შეიძლება ამისთვის რუსეთში გაკიცხონ.

ყველაზე მთავარი, ეს ის ბონდარენკოა, რომელიც პატრიარქმა დალოცა და თავისთან მიიღო. და ახლა თქვენ, ვინც ზემოთ წერდით შეურაცხმყოფელ პოსტებს, ნუთუ არ გრცხვენიათ? “-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მარიამ დოლიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,963 ნახვა
%d bloggers like this: