Uncategorized

დედოფალ ვიქტორიას საქორწილო დიადემის ქვეყნიდან გატანა აიკრძალა

Nusagi
 დედოფალ ვიქტორიას საფირონის და ალმასის დიადემის  ქვეყნიდან დროებით გატანა აიკრძალა, საზღვარგარეთ მისი გაყიდვის თავიდან აცილების მიზნით. დიადემა, რომელიც პრინც ალბერტის დიზაინით არის შექმნილი 1840 წელს, მათი ქორწილისთვის, ქვეყნიდან გატანის საშიშროების ქვეშაა, თუ მას დიდ ბრიტანეთში მყიდველი არ გამოუჩნდა.
დიადემის ფასი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგია. დროებითი აკრძალვა მას შემდეგ დაწესდა, რაც მისმა მფლობელმა დიადემის ქვეყნიდან გატანის ლიცენზია მოითხოვა. კულტურის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა, რომელმაც აკრძალვა დააწესა, განაცხადა, რომ დიადემა დიდი ბრიტანეთის “ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს”.
11.5 სმ სიგანის დიადემა მოოჭვილია 11 საფირონით,  ყველა ჩასმულია ოქროში, ხოლო ბრილიანტები – ვერცხლში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დიადემა დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაულია, რომელიც საფირონის და ბრილიანტის გულსაბნევთან ერთად დედოფალს ალბერტმა მათი ქორწილის წინა დღეს აჩუქა.
1861 წელს ალბერტის სიკვდილის შემდეგ, 1866 წლამდე, დედოფალი ვიქტორია უარს აცხადებდა პარლამენტის ოფიციალურ გახსნაზე დასწრებაზე. 1966 წელს კი მან გაიკეთა დიადემა.
ახალგაზრდა დედოფალ ვიქტორიას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოფიციალურ პორტრეტზე, რომელიც 1842 წელს, ფრანც ხავერ ვინთერჰოლტერის მიერაა შესრულებული, ორივე – დიადემაც და გულსაბნევიც მოჩანს. დიადემა მეფე გეორგ V-ის და დედოფალ მერის მიერ პრინცესა მერის გადაეცა მისი ვიკონტ ლასელზე ქორწინებისას, 1922 წელს.
მოგვიანებით დიადემა ლონდონელმა დილერმა შეიძინა და შემდეგ იმ პიროვნებას მიყიდა, რომელიც ამჟამად ქვეყნიდან გატანის ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს. დროებითი აკრძალვა ხელოვნების საბჭოში შემავალი ხელოვნების ნიმუშების და კულტურული ინტერესების საგნების ქვეყნიდან გატანის განხილვის კომიტეტის რეკომენდაციას მოჰყვა. კომიტეტმა გატანის შეზღუდვის რეკომენდაცია გასცა „დიადემის ისტორიასა და ეროვნულობასთან მჭიდრო კავშირის და ახალგაზრდა დედოფალ ვიქტორიას შესახებ მეცნიერული კვლევისათვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო“.
კომიტეტის წევრმა ფილიპა გრენვილმა დიადემას „არაჩვეულებრივი და დახვეწილი” უწოდა და დასძინა: “ის წარმოაჩენს ეპოქის რომანტიულ გემოვნებას, იგი მრავალ რეპროდუქციაშია გადმოცემული. მისი ქვეყნიდან გატანა დიდი დანაკლისი იქნება, მისი სილამაზის, მისი ასოციაციების და მისი ისტორიის გათვალისწინებით“. “დიადემა ჩვენი ისტორიის გარდამტეხი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ისტორიული სამკაულია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გვირგვინი დიდ ბრიტანეთში, რათა ხალხმა მომავალშიც ისარგებლოს მისი ნახვით“, განაცხადა მეთიუ ჰენკოკმა. კულტურის მედიისა და სპორტის დეპარტამენტის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება დიადემის ქვეყნიდან გატანის ლიცენზიაზე 27 დეკემბრამდე იქნება მიღებული.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: