კალაძე: ქალაქის გარეუბნებიც უნდა განვითარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქის გარეუბნებიც უნდა განვითარდეს. მისი თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისებს, სადაც ადრე ქარხნები და საწარმოები იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ეს არის ე.წ ძველი საწარმოს ტერიტორიები, სადაც იყო ქარხნები და საწარმოები. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონში არის ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით, შევქმნით სპეციალურ გეგმებს, წარვუდგენთ, როგორ უნდა მოხდეს მთი განვითარება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გენგეგმის მიხედვით, 11 არეალია გამოყოფილი, რომელთა შესახებაც უნდა დაიდოს დოკუმენტი თუ როგორ განვითარდეს ეს ტერიტორიები, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც სპორტის სასახლის უკან ხდება.

Facebook Comments

ახალი დადებული