ნიკოლას მადურო ამერიკასთან ომისთვის ემზადება

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, ამერიკის სამხედრო ინტერვენციისთვის მუდმივად მზად იყვნენ, – წერს „ინტერფაქსი“.

„არც ერთი წამით არ უნდა მოდუნდეთ და თავდაცვისთვის იყავით მზად, რადგან ჩვენ ის დიადი უფლება უნდა დავიცვათ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ისტორიის მანძილზე მოიპოვა“,- განაცხადა მადურომ სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

ნიკოლას მადუროს განცხადება ამერიკულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2017 წლის აგვისტოში თეთრ სახლში გამართულ ერთ-ერთ თათბირზე რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვენესუელაში შეჭრა არ გამორიცხა.

Facebook Comments

ახალი დადებული