მეცნიერება

პროქსიმა B- მეცნიერებმა „მეორე დედამიწა“ აღმოაჩინეს, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლის არსებობა

Nusagi

პროქსიმა B- მეცნიერებმა „მეორე დედამიწა“ აღმოაჩინეს, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლის არსებობა. ის საკმაოდ ახლოს არის იმისთვის, რომ მასზე კოსმოსური გაფრენა განხორციელდეს. ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.

პლანეტა მხოლოდ ოთხი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შორეულ მომავალში შეიძლება იქამდე დედამიწიდან კაცობრიობის ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობა განხორციელდეს.

მეცნიერებმა კლდოვანი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც იმდენად ახლოს არის, რომ მასზე გამგზავრება შესაძლებელია. ახალი სამყარო დედამიწაზე ოდნავ მეტია, დაახლოებით ოთხი სინათლის წლის მოშორებით იმყოფება და მოძრაობს პროქსიმა კენტავრის ორბიტაზე, რომელიც ჩვენი მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავია.

ის “მეორე დედამიწად” არის მიჩნეული და როგორც აღმოჩნდა, თითქმის იდეალურია სხვა პლანეტის მკვიდრთათვის. პლანეტა, რომელიც პროქსიმა ბ-ს სახელწოდებითაა ცნობილი, საკმაოდ ახლოს არის იმისათვის, რომ მომავალი თაობების კოსმოსურმა ხომალდებმა შეძლონ მასზე გამგზავრება და თან წაიღონ რობოტიზირებული ზონდები. შესაძლოა, პლანეტა დედამიწიდან ტურისტების სამოგზაურო ადგილიც კი გახდეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ პლანეტა, რათა დაადგინონ მასზე სიცოცხლის არსებობა. ლონდონის Queen Mary University–ს პროფესორმა, გუიემ ანგლადა–ესკუდიმ, რომელიც მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს ხელმძღვანელობდა, განაცხადა:

„მზის სისტემის მიღმა უახლოესი ხმელეთის ჯგუფის პლანეტის ძიების წარმატება უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს დასკვნები შთააგონებს მომავალ თაობებს გააგრძელონ ვარსკვლავური სამყაროს კვლევები. ამის შემდეგ დგება ეტაპი შევისწავლოთ პროქსიმა B–ზე სიცოცხლის არსებობა“.

პროქსიმა B ბევრად უფრო ახლოს არის მის ვარსკვლავთან, ვიდრე ჩვენ ვართ და ჭირდება მხოლოდ 11.2 დღე ერთი ორბიტული სვლის დასასრულებლად, მაგრამ ვინაიდან ის  ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვარსკვლავიდან დაშორების დიაპაზონი შესაძლებელს ხდის მასზე სიცოცხლის და წყლის არსებობას.

მაგრამ, არსებობს სხვა საკითხები პროქსიმა ბ–ს სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით. ვარსკვლავი მის პლანეტას ძლიერი ულტრაიისფერი სხივებით ასხივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი რადიაციის დროს ყველაფერი ცოცხალი მასზე ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მეცნიერები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, არის თუ არა პროქსიმა ბ-ს მსგავსი პლანეტები სიცოცხლისთვის ვარგისი, რადგან დებატები მასზე ჰაერისა და თხევადი წყლის არსებობის შესახებ გრძელდება.

აუცილებელია შემდგომი კვლევა, რათა გაიგონ უფრო მეტი პლანეტის ატმოსფეროს შესახებ და შესაძლოა, თუ არა მაზე სიცოცხლე იქნას აღმოჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე დებატები საკმაოდ ინტენსიურია, ნაკლებად სავარაუდოა, თავად პლანეტის უშუალო შესწავლის გარეშე რაიმე დასკვნამდე მისვლა.

პროქსიმა ბ-მდე მეცნიერებმა აღმოაჩინეს პოტენციურად დასახლებული პლანეტა, რომელიც გარს უვლის მზის უახლოეს ვარსკვლავს, პროქსიმა კენტავრს. თუმცა ეს ცნობები გაქარწყლდა, რადგან შემდგომმა დაკვირვებებმა ვერ დაადასტურა მისი არსებობა.

“თუ შემდგომი კვლევა დაასკვნის, რომ პლანეტის ატმოსფეროს პირობები შესაფერისია სიცოცხლის არსებობისათვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა იქნება”, -აცხადებენ მკვლევარები.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,163 ნახვა
%d bloggers like this: