ფილიპინელმა მოქანდაკემ ტარაკანი ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯა

ფილიპინელმა მოქანდაკემ, გაბრიელ ტუაზონმა ქალაქ პასიგში, მინიატურული ელექტროსკამი გააკეთა და ზედ ტარაკანი დასვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება.

მხატვარი ამბობს, რომ მწერი სახლში მაშინ შეფრინდა, როდესაც ის ოთახს ანიავებდა.

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტარაკანი ოთახში შემოფრინდა. რაღაც უნდა დამერტყა, მაგრამ ამ იდეაზე გული ამერია, მაგიდა დაისვრებოდა. ამიტომ ეს ხერხი მოვიფიქრე”,-აცხადებს ტუაზონი.

მან ელექტროსკამის გაკეთებას 2 საათი მოანდომა, მიაერთა ელემენტი, დასვა ტარაკანი და სიკვდილით დასაჯა.

„არ უნდა შემოფრენილიყო ჩემს სახლში!“,-განაცხადა მოქანდაკემ.

Facebook Comments

ახალი დადებული