სოციალური ქსელები და მედია

ავსტრიაში სამუშაო დროს 12 საათამდე გაზრდიან

Nusagi

ავსტრიის ეროვნულმა საბჭომ 5 ივლისს სამუშაო დროის მოქნილი ორგანიზების შესახებ კანონს მისცა ხმა.ქვეყანაში სამუშაო საათების მაქსიმალური დრო 12 საათამდე გაზარდეს და სამუშაო კვირა 60-საათიანი. კანონს ჯერ ბუნდესრატის ზედა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, რომელშიც უმრავლესობა თავად კანონის ავტორ მმართველი გუნდს აქვს. ახალი წესები 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

12-საათიანი სამუშაო დრო სავალდებულო არ არის. მისი ნორმალური ხანგრძლივობა, როგორც მანამდე 8 საათი იქნება. დროის გახანგრძლივებისთვის საჭირო იყო პროფკავშირების თანხმობაც, თუმცა კანონის მიღების შემდეგ, ამ საკითხს ხელმძღვანელობა და თანამშრომელი თვითონ მოაგვარებენ. ავსტრიის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ამით ადამიანი უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება თანამშრომლებზე და გაფართოვდება მისი ინდივიდუალური თავისუფლება, შესაბამისად საათების გაზრდის შემდეგ, გაიზრდება ხელფასიც. ხელისუფლება ამ კანონის მიღებას პირველ რიგში ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის სურვილით ხსნის, რომელშიც მოქნილი სამუშაო გრაფიკი გავრცელებულია.

ფორმალურად დაქირავებულს უფლება ექნება განმარტების გარეშე  უარი თქვას უფრო ხანგრძლივად მუშაობაზე და ამის გამო არ უნდა შეექმნას პრობლემა არც ანაზღაურების და არც კარიერული წინსვლის მხრივ. მაგრამ კანონის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ პრაქტიკაში ამის კონტროლი გართულდება და დასაქმებულებს სამუშაო დროსთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.

იცვლება ასევე სამუშაო პირობები გამოსასვლელ დღეებსა და დღესასწაულებზე. დღეს ასეთ დღეებში ადამიანების დასაქმება აკრძალულია. ეს არ ვრცელდება მხოლოდ ისეთ პროფესიებზე, როგორებიცაა ექიმები, პოლიციელები და მეხანძრეები. კანონის ამოქმედების შემდეგ კომპანიას შეუძლია თავად გადაწვიტოს, რომ წელიწადში ოთხჯერ თავისი თანამშრომლები ამ დღებშიც ამუშაოს.

სამუშაო დროსთან დაკავშირებული შეზრუდვები არ ეხებათ ტოპ-მენეჯერებს, რომლებთანაც ხელშეკრულებებს განსხვავებულ პირობებზე აფორმებენ.

ახალ კანონს ქუჩაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ კვირას, მასობრივ აქციებში მონაწილეობა 150 ათასამდე ავსტრიელმა მიიღო, რაც კონსერვატორი კანცლერის სებასტიან კურცის არცევის შემდეგ პროტესტანტთა რეკორდული მაჩვენებელია. ნაციონალურ საბჭოში კანონის მთავარი მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატიული პარტიაა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,047 ნახვა
%d bloggers like this: