ამდენ პოლიტიკურ კრაზანას, ეს პატარა ქვეყანა კიდევ კარგად უძლებს

,,მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური ველიდან გაქრა, უსუფაშვილმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლა- პრინციპში ექსპერტია, პოლიტიკურ პარტიებს თავისებურად ახარისხებს: ამსტერდამის პარტიები… ოცნება- რომელიც ქვეყანას ვერ უვლის და რა თქმა უნდა “რუსები და პრორუსები”, რომლებიც  თურმე  ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს.

ბატონი უსუფაშვილი ამ ჩამონათვალში არსად ახსენებს ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც, ეტყობა, უსუფაშვილის ღრმა რწმენით, საქართველოს შენებითაა დაკავებული და ქართველ ხალხზე ზრუნვითაა დატვირთული.

ერთი ცნობილი დებატი გამახსენდა. “კავკასიის” ეთერში სოზარ სუბარმა სწორედ უსუფაშვილს გაახსენა, რომ ბატონმა დავითმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს საარჩევნო დაფინანსება სთხოვა.

ამდენად, ბატონ უსუფაშვილს ვურჩევ,  თავი დაანებოს პარტიების დახარისხებას “რუსებად” და “პრორუსებად” ჩვენს მოხსენიებას.

ერთხელ ვთქვი და იგივეს ვიმეორებ: კაცი კომპარტიაში 9 აპრილის შემდეგ გაწევრიანდა. სოზარ სუბარის მტკიცებით, ლავროვს საარჩევნოდ ფულს სთხოვდა და ამაზე მეტი რუსობა და პრორუსობა რაღაა?

იქნებ აგვიხსნას ერთხელ და სამუდამოდ, რომ დამშვიდდეს.  ამდენ პოლიტიკურ კრაზანას ეს პატარა ქვეყანა კიდევ კარგად უძლებს.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული