კრიმინალი

გელოვანის გამზირზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

Nusagi

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,415 ნახვა
%d bloggers like this: