კრიმინალი

გორში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

Nusagi

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 17 წლის მოზარდი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზი ამის შემდეგ გაირკვევა.

როგორც imedinews-ს გარდაცვლილის მამამ უთხრა, ბიჭმა გარდაცვალებამდე სახლში დარეკა და დახმარებას მშობლებს უთხხრა რომ დაჭრილი იყო.

მამის ინფორმაციით, მას ასევე სასწრაფო დახმარებისთვის დაურეკია. თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: