სოციალური ქსელები და მედია

გუგული მაღრაძე-რაღაცა სისულელის გამო კომენტარს მთხოვთ?

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიად მიიჩნევს.

ამასთან, დეპუტატს წარმოდგენაც არ აქვს, ვინ მოქმდებს მის წინააღმდეგ.
„ძალიან გთხოვთ, რაღაცა სისულელის გამო კომენტარს მთხოვთ? არანაირი სახის კომენტარი არ გამიკეთებია, ეგ არის ტყუილი და სიცრუე, გთხოვთ ნუ ავრცელებთ მაგ ინფორმაციას. დაწერეთ, რომ ვიღაცა ჩემს წინააღმდეგ სისულეებს ავრცელებს. ეგ არის გამოგონილი და ნუ ავრცელებთ მსგავს სისულეებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გუგული მაღრაძის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გამოაქვეყნეს.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასჯადი უნდა გახდეს გაზების უკონტროლო გამოყოფა“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: