მალინა ბერეკაშვილი-ვითხოვ ამ აბზაცის ინტერვიუდან ამოღებას

,,დამირეკეს ინტერვიუზე და მთხოვეს, გამეკეთებინა კომენტარი და ამეხსნა, გვყავდა თუ არა სიმსივნიანი პაციენტები. მე მათ ავუხსენი, თუ რა კატეგორიის ადამიანები ავადდებიან, ასევე ვახსენე ც ჰეპატიტიდან გამომდინარე დაზიანებული და სიმსივნით დაავადებული ადამიანები. 

ეს გაგებული იქნა ისე, თითქოს ც ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდეგ ხდება სიმსვინის დიაგნოზის დასმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო ჩემზე, ვითხოვ ამ აბზაცის ინტერვიუდან ამოღებას. დამერწმუნეთ, ძალიან ძლიერი ზეწოლა იყო და ბევრი მხრიდან.

ამაზე მეტი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს და სასურველია კომპეტენტურმა ექიმებმა ისაუბრონ ამ თემაზე.

თუმცა, რისი თქმაც მინდოდა, არის ის რომ ძალიან გული შემტკივა ხალხზე, რომელიც გაუბედურებული ჩამოდის თურქეთში და ხელახლა უწევს პროცედურების გავლა და მკურნალობა.

სამწუხაროა, რომ ჩემზე ითქვა ისეთი რაღაცეები, რასაც ვთვლი, რომ არ მეკუთვნის, არ დამიმსახურებია, მითუმეტეს ტყუილები რომელიც საერთოდ ახლოს არაა სიმართლესთან. 
ძალიან ცუდია, რომ მნიშვნელობვან საკითხებს კი არ მიექცა ყურადღება, იხეირეს და ჩემ მიმართ ისროლეს ტალახი და თქვეს ტყუილები. 
პატივისცემით”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მალინა ბერეკაშვილი

 

Facebook Comments

ახალი დადებული