მედია: რონალდუ „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა. ამის შესახებ AS-ი წერს.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ოფიციალურად არც ერთი კლუბი არ ადასტურებს.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რონალდუ „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში ყოველწლიურად ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

რონალდუს “რეალთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 438 შეხვედრაში მის ანგარიშზე 450 გოლია.

მაისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებებს კლუბ “პარი-სენ-ჟერმენმთან” აწარმოებდა. პსჟ-მ რონალდუს 45 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ ცნობის გავრცელებიდან მალევე, რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიან და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ აიღებს, გუნდს დატოვებს და კარიერას სხვაგან განაგრძობს.

Facebook Comments

ახალი დადებული