საზოგადოება

მიწის რეგისტრაციის უფასო სერვისით ნახევარ მილიონზე მეტმა პირმა ისარგებლა

Nusagi

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა. მოსახლეობის გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 100-ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.

კანონში შესული ცვლილებით, რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: