უცხოური მედია

რუსმა პენსიონერმა ქალმა ორ მეგობართან ერთად გეი-კლუბში აურზაური მოაწყო

Nusagi

რუსი პენსიონერი ქალი, აგარაკზე გაცნობილ მეგობრებთან ერთად,  ქალაქ კიროვის გეი-კლუბში გასართობად შევიდა, ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ერთი მათგანი საავადმყოფოში მოხვდა, ორი კი- პოლიციაში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, პენსიონერმა ქალმა შვილის მიერ, კოლეჯის დამთავრების აღნიშვნა გადაწყვიტა და ერთ-ერთი გეი-კლუბის მიპატიჟებით ისარგებლა, რომელიც მან სოციალური ქსელით მიიღო. ამასთან, ქალი ვერ მიხვდა დაწესებულების ფორმატს. პენსიონერმა აგარაკზე გაცნობილი ორი მეგობარი ქალიც დაპატიჟა. რაღაც მომენტში ქალების გართობა ჩხუბში გადაიზარდა და კონფლიქტში კლუბის დაცვა ჩაერთო.

პენსიონერმა მეგობრების დაცვა გადაწყვიტა, თუმცა დაცვის ერთ-ერთმა წევრმა , მისი თქმით, ის თმებით ითრია და თავი კედელზე არტყმევინა. ამ დროს მისი მეგობრები ჩხუბს აგრძელებდნენ. რაღაც მომენტში, ერთ-ერთმა თავის ოპონენტს ხელი ჰკრა, ის წაიქცა და ხელი მოიტეხა. კონფლიქტის შემდეგ ქალებიდან ერთი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი-პოლიციელებმა განყოფილებაში წაიყვანეს.

 

 

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,789 ნახვა
%d bloggers like this: