სოციალური ქსელები და მედია

საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს

Nusagi

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმისაღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – აცხადებენ საგანგებოში.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება საქართველოს რეგიონებში.

მათივე განმარტებით, შესაძლოა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს და ღვარცოფული პროცესები წარმოიქმნას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,977 ნახვა
%d bloggers like this: