ახალი დამატებული

საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

Nusagi

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, სინოპტიკოსების თქმით, მცირე წვიმაა ნავარაუდევი, ზოგიერთ რაიონში სეტყვა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი 27 გრადუსი.

მათივე განმარტებით, შესაძლოა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს და ღვარცოფული პროცესები წარმოიქმნას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,982 ნახვა
%d bloggers like this: