პოლიტიკა

უმრავლესობაში მარგველაშვილი-უსუფაშვილის შესაძლო გაერთიანებას აფასებენ

Nusagi

დავით უსუფაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ძალების შესაძლო გაერთიანებას უმრავლესობაში აფასებენ.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტების შექმნა მისასალმებელია, თუმცა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი და დავით უსუფაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, ამიტომ, ვოლსკის თქმით, მათ გადაწყვეტილების მიღებამდე რეალურად უნდა შეაფასონ, რამდენად ეფექტიანი იქნება მათი მუშაობა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობას და “ახალი ცენტრისტული ძალის შექმნას” სთავაზობს. ამის შესახებ უსუფაშვილი მარგველაშვილის მისამართით დაწერილ ღია წერილში აცხადებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: