ახალციხეში კაცი პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზებისთვის დააკავეს

შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, რომლითაც მას უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა გადაჰქონდა.

„მოგვიანებით, ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული