ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, დღეს ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტის, გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გენო ნადირაშვილი დღეს იგივე ანსამბლის ხელმძღვანელია. ის „ორერაში“ 1964 წელს „რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასზე და საყვირზე. ანსამბლის ბიოგრაფია 1958 წელს იწყება, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება.
Facebook Comments