კრიმინალი

ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე – ახალი დეტალები

Nusagi

„კურიერის“ ინფორმაციით, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლეს ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენეს.

მარტოდ მყოფ გოგოჭურს ცეცხლი შენიღბულმა პირმა გაუხსნა. საქმის დეტალებს გოგოჭური გამოძიებას არ უყვება.

„კურიერის“ ინფორმაციითვე, საქმეში დევს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, საიდაც დგინდება, რომ დაჭრილი გოგოჭური კლინიკაში მისი ავტომობილით მიიყვანეს.

პრეზიდენტის სიძე გადაუდებელი დახმარების ცენტრში მარტო შევიდა. ავტომობილი კი, რომელსაც, სავარაუდოდ, გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მართავდა, ტერიტორიიდან რამდენიმე წუთში გავიდა.

ამ ავტომანქანას პოლიცია ეძებს, რომლიც „კურიერის“ ინფორმაციით, გადამალულია. თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე გამოძიებასთან ართანამშრომლობს.

მინდია გოგოჭურის სახელი რამდენიმე სკანდალურ ამბავს უკავშირდება, პრეზიდენტის დაჭრილი სიძე 2017 წელსაც მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც მას და მის მეგობარს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.  მიუხედავად იმისა, რომ გოგოჭურის სახელი რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს  უკავშირდება, სიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პრეზიდენტმა ოჯახზე ზეწოლად შეაფასა.

2011 წელს რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედა, თამილა კალატოზიშვილი პრეზიდენტის სიძეს  შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.

“მას იმდენი მტერი ჰყავს, თავადაც არ იცოდა, რა დროს ვინ ესროდა. ამ ადამინს თვითონ იმდენი ჰყავს დაჭრილი, რომ სათვალავი აგერევათ, რომ მიყვეთ მის საქმეს. ალბათ გახსოვთ მის სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, პრეზიდენტი გამოვიდა- არიქა ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხდებაო. ზეწოლა კი არ ხდებოდა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუსტად წინა დღეს გოგოჭურმა დაჭრა ახალგაზრდა ბიჭი გვარად სირაძე, სწორედ ამ საქმეზე ჩატარდა ჩხრეკა, მაგრამ საბოლოოდ პრეზიდენტის ჩარევით საქმე მაინც მიიჩქმალა.“ – აცხადებდა თამილა კოჭლამაზაშვილი 2017 წელს “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,084 ნახვა
%d bloggers like this: