ჯანდაცვა

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტთან დაკავშირებით, მალინა ბერეკაშვილის ინტერვიუზე განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოში თურქეთის საელჩო  გამოეხმაურა თურქეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის, „ფლორანს ნაითინგეილის” წარმომადგენლის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც,   საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარებს, მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ.

თურქეთის საელჩოს ცნობით, მათ წერილი მიიღეს  „ფლორანს ნაითინგეილის” საავადმყოფოდან:

“ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ როგორც გაირკვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები, ხოლო თავად განცხადების ავტორს არ გააჩნია უწყებრივი კავშირი მოცემულ კლინიკასთან. საავადმყოფო შეწუხებულია იმის გამო, რომ მისი სახელი მოიხსენიება ამგვარ კონტექსტში”.

თურქეთის საელჩო აცხადებს, რომ  C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იმავე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში:

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც  C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იმავე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ  კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები”.

„ფლორანს ნაითინგეილის“  თანამშრომლის ინტერვიუს უპასუხისმგებლო უწოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციამ.  ასოციაცია აცხადებს, რომ ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია არ იწვევს ღვიძლის კიბოს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,954 ნახვა
%d bloggers like this: