საზოგადოება

ილონ მასკი ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ოპერაციაში ერთვება

Nusagi

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ტაილანდში თავისი ორი კომპანიის სპეციალისტებს გაგზავნის დატბორილ ღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადასარჩენად. ამის შესახებ მასკმა „თვითერზე! დაწერა.

SpaceX-სა и Boring -ის ინჟინრები ტაილანდში გაემგზავრებიან, რათა ადგილზე შეაფასონ მდგომარეობა და გაიგონ, შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ ხელისუფლებას. როგორც ჩანს, არსებობს ბევრი სიძნელე, რომელსაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შევაფასებთ”,-დაწერა მასკმა.

მანამდე, ბიზნესმენს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიმართეს და დახმარება სთხოვეს, ამის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები ტაილანდის ხელისუფლებას დაუკავშირდნენ.

მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Boring Co-ს გააჩნია გაუმჯობესებული რადიოლოკატორი და საკმაო გამოცდილება. გარდა ამისა, მასკი Tesla Motors-ის მიერ წარმოებული მაღალი სიმძლავრის აკუმულატორების გაგზავნას განიხილავს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მათი დახმარებით, მღვიმედან წყლის ამოტუმბვა უკეთ მოხდეს.

ტაილანდელი ბავშვები, რომელთა ასაკი 11-16 წელია, ფეხბურთის 25 წლის მწვრთნელთან ერთად მღვიმეში ჩავიდნენ, მალე ძლიერი წვიმა მოვიდა და მღვიმე ჩაიხერგა. ბავშვები 10 დღეის შემდეგ, შესასვლელიდან 4 კმ-ში აღმოაჩინეს, სადაც ისინი მშრალი ადგილის და გასასვლელის ძებნაში გადაადგილდნენ.

6 ივლისს ერთ-ერთი მაშველი, რომელმაც ბავშვებს ჟანგბადის ბალონები მიუტანა, უკანა გზაზე დაიღუპა. მან გრძნობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მღვიმის იმ ნაწილში, სადაც ბავშვები თავს აფარებენ, ჟანგბადის დონემ საგანგაშოდ დაიკლო. აკვალანგისტები ცდილობენ, ბავშვებთან ჟანგბადის მილი მიიყვანონ.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,207 ნახვა
%d bloggers like this: