უცხოური მედია

ინდოელი მამაკაცი ორი თვის განმავლობაში დანებს ყლაპავდა

Nusagi

ინდოეთში ექიმებმა მამაკაცის მუცლიდან 40 დანა ამოიღეს .როგორც გაირკვა, ის დანებს ორი თვის განმავლობაში ყლაპავდა.

ექიმებმა, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს, CNN–ს განუცხადეს, რომ “პაციენტს რკინის ჭამის ველური ჟინი ჰქონდა. „ჩვენთვისაც კი, გამოცდილი ქირურგებისთვის ეს ძალიან უცნაური და საშიში შემთხვევა იყო. ძალიან ვნერვიულობდით … პატარა შეცდომას შეეძლო პაციენტის სიკვდილი გამოეწვია. 20 წლიანი პრაქტიკის მანძილზე ამგვარ რამეს არ მოვსწრებივარ”,- განუცხადა ექიმმა ჯატინდერ მალჰოტრამ CNN–ს.

მალჰოტრას თქმით, მას და მის გუნდს ორი დღე დასჭირდა დიაგნოზის დასასმელად და ოპერაციის დასაგეგმად. ხუთ საათიანი ოპერაცია ჩრდილოეთ ინდოეთის პუნჯაბის შტატის სიკჰურ წმინდა ქალაქ ამრიცარში ჩატარდა. მალჰოტრას თქმით, ოპერაციის დროს მათ პაციენტის კუჭში იპოვეს დასაკეცი დანები, რომელიც, სრულად გაშლის შემთვევაში დაახლოებით 18 სანტიმეტრი სიგრძის იყო.

“პაციენტი ამბობს, რომ ის ზოგიერთ დანას დაკეცილს ყლაპავდა და ზოგს გაშლილს. როდესაც დანები ამოვიღეთ, ზოგიერთი ვიპოვეთ დაკეცილი, ზოგიერთი ღია იყო, ზოგიერთს კი დაჟანგვა ქჰონდა დაწყებული და დამტვრეული იყო”, განაცხადა მალჰოტრამ.

პაციენტი, 42 წლის ორი შვილის მამაა, რომელმაც CNN–ს განუცხადა, რომ ახლა ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს. “ვწუხვარ, რომ ჩემს ოჯახს უსიამოვნება მივაყენე. მე სამუდამოდ მადლობელი ვიქნები ექიმების და საავადმყოფოს თანამშრომლების, რომლებმაც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს”, -განაცხადა მან.

„პაციენტი რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაეწერა, მაგრამ მანამდე ფსიქიატრებმა გასინჯეს

ის, თუ რატომ დაიწყო კაცმა დანების ჭამა შეკითხვად რჩება.

“მე არ ვიცი, როგორ და რატომ მივეჩვიე დანების ჭამას. გემო მომწონდა და მივეჩვიე… ისე, როგორც ადამიანები ალკოჰოლს ან სხვა რამეს ეჩვევიან, ჩემი სიტუაცია ამდაგვარი იყო”,- განუცხადა პაციენტმა CNN–ს .”

მალჰოტრა მიიჩნევს, რომ პაციენტს აქვს ძალიან იშვიათი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც არც ერთ საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. პაციენტი ამჟამად ფსიქიატრიული გუნდის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მალე დამოუკიდებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტიზა დაენიშნება. პაციენტმა ექიმებს განუმარტა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ დაიწყო დანების ჭამა, მაგრამ მას “განუვითარდა ლითონის გემოსადმი მიდრეკილება და დანების გემო მოწონდა.”

მამაკაცმა ისიც კი მოახერხა, რომ თავის ამ ჩვევას ოჯახს უმალავდა. ექიმ მალჰოტრას განცხადებით, პაციენტი ირწმუნება, რომ ამიერიდან დანებს ახლოსაც არ გაეკარება.

“მე არასოდეს აღარ ჩავიდენ ასეთ რამეს,  ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ”,- განაცხადა პაციენტმა.

იმ შემთხვევაში, თუ სურვილი თავს იჩენს, ექიმმა მალჰოტრამ და მისმა გუნდმა მას რამდენიმე რჩევა მისცეს – “როგორც ჩანს თქვენს ორგანიზმს უფრო მეტი რკინის მოთხოვნილება აქვს, სცადეთ ისპანახი.”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: