სოციალური ქსელები და მედია

ფეხმძიმე ქალმა ყირგიზეთი-ეკატერინბურგის რეისზე თვითმფრინავში იმშობიარა

Nusagi

შემთხვევა „ურალის ავიახაზების“ რეისზე მოხდა. თვითმფრინავი ყირგიზეთიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა. მშობიარობა 15 წუთს გაგრძელდა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას ავიაგადამზიდი თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. 

ქალს მშობიარობა თვითმფრინავის აფრენიდან მალე დაეწყო. მან ჯერ გამცილებელს ზურგისა და მუცლის ტკივილის შესახებ შესჩივლა, მალევე კი გამცილებელმა შენიშნა, რომ ქალმა სამშობიარო წყლებიც დაღვარა. ამის გამო თვითმფრინავი უკან აეროპორტში დააბრუნეს, თუმცა ქალს ბავშვი უკვე გაჩენილი ჰყავდა. აეროპორტშივე ქალს ექიმები დახვდნენ და დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,368 ნახვა
%d bloggers like this: