პოსტები სოციალური ქსელიდან

კახა გვალია-ასეთია ადამიანი დაბადებიდან სიკეთის ანგელოზია და ჯაბნის ბოროტს

Nusagi

,,საოცარი წამია აღბეჭდილი ამ ფოტოზე… იმდენად მომეწონა დაუკითხავად ავიღე ვიღაცისაგან ( არა ჩემს ფრენდლისტში მყოფი ადამიანისგან რისთვისაც ბოდიშს და მადლობას ვუხდი მას ერთად).

აი ამ წამში, ამ პატარა არსებამ არც კი იცის რაოდენ დიდ საქმეს ჩადის (თუნდაც ქვეცნობიერად) და არც ის აინტერესებს ამას შეძლებს თუ ვერა მისი პაწაწა ხელები, მთავარია ის ცდილობს… როგორი ალალია, როგორი მართალია თავის სურვილში და ნდომაში..!

ასეთია ადამიანი ყოველი დაბადებიდან სიკეთის ანგელოზი ჯაბნის ბოროტს, ერევა რადგან ჭურჭელიც ხელს უწყობს! ის მინდობილია მის სიკეთის მატარებელ მექანიზმს და უჯერებს ყველაფერს! გადის დრო და დგება ჟამი პირველი იმედგაცრუების, პირველი ტყუილის პირველი სიცივის, პირ

ველი ღალატის და ამას მოყვება მეორე მესამე… და იცვლება კაცის გუნება და ნირიც… შეიძლება ისე ჩაუაროს წაქცეულს, რომ წიხლიც კი მიაყოლოს, მერე კი სახლში მივიდეს და საკუთარ შვილებს მიეფეროს. და აქ უკვე აღარ ახსოვს მას როგორი სურვილი ჰქონდა ,,მასთან” ერთად ეთრია მძიმე ჯვარი თუნდაც გოლგოთამდე…

ეს სურვილი კი მაშინ იწყებს ადამიანში მიძინებას როდესაც ჩვენ ერთ, ორ, სამ იმედგაცრუებას უფლებას ვაძლევთ ჩვენში გაბატონდეს როგორც ამაყი, ამპარტავანი ძეგლი ამა წუთისოფლისა! და გვავიწყდება რამდენად ლამაზი და ლაღია უცხოზე დახმარება ხელის მიშველება (უანგაროდ), რომ წამოყენებ დაცემულს და მისი მადლიერი თვალები, შენს ყოველდღიურ სიბრმავეს ათას ლამაზ ფერში აზელილს, თვალ-ახელილს გაჩენს… და ისევ უბრუნდება სურნელება იასამნის ყვავილობას! ისევ უბრუნდება ფერი აისს…

და ისევ ამ ბავშვივით უანგარო და სუფთა ხდები!!! მე კი მიყვარხართ ისეთები როგორიც ხართ და არა ისეთი როგორიც მინდა იყოთ მაგრამ, მაინც ნუ მივცემთ იმედგაცრუებას იმის უფლებას რომ საკუთარი პირველშობილი ,,მე” დაგვაკარგინოს!”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კახა გვალია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,432 ნახვა
%d bloggers like this: