ჭუბერის რწმუნებულის, ნინო ვიბლიანის ფოტომ, რომელიც სტიქიის ზონაშია გადაღებული, საზოგადოების აღტაცება დაიმსახურა. „აი ასეთი შეუპოვრები არიან მთის ხალხი“,-წერენ ფეისბუქმომხმარებლები.
ფოტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც გააზიარა.
„ჭუბერის თემის რწმუნებული, ნინო ვიბლიანი. ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!“,-წერს მამუკა ბახტაძე.
სტიქიასთან მებრძოლი ახალგაზრდა სვანი ქალი დღის გმირი გახდა, ხოლო ფოტო – დღის ფოტო.
ირმა ვიბლიანის კიდევ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელში ელენე განაიამ გააზიარა.
Facebook Comments