Advertisements

მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტი 10 წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ იდო

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე ძვირფასი მარგალიტი დავიწყებული დარჩათ საწოლის ქვეშ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში,-ამის შესახებ  მისმა მფლობელმა CNN-ს განუცხადა.

Nusagi

ფილიპინების ქალაქ პუერტო პრინცესას ტურიზმის სააგენტოს ოფიცრის, ეილინ სინტია ამურაოს განცხადებით, უზარმაზარი მარგალიტი, რომელიც 34 კგ-ს იწონის, თავდაპირველად გიგანტურ ნიჟარაში იქნა ნაპოვნი. მისი განმარტებით, მარგალიტი მისმა ნათესავებმა აღმოაჩინეს და დღემდე  როგორც წარმატების თილისმას, ისე იყენებდნენ.

“მას თითქმის დავიწყებული ჰქონდა მარგალიტი და ერთხელ, როდესაც ბინიდან გადადიოდა, უცებ გაახსენდა, რომ რაღაც ჰქონდა შენახული საწოლის ქვეშ“.

20 აგვისტოს, ამურაომ ფეისბუქზე გიგანტური მარგალიტის ფოტოები გამოაქვეყნა და ითხოვდა მიესწავლებინათ გემოლოგი – ძვირფასი ქვების სპეციალისტი, რომელიც შეძლებდა დაედგინა მარგალიტის წონა და ღირებულება.

მანამდე,  ლაო ძის მარგალიტი იყო უდიდესი ცნობილი მარგალიტი მსოფლიოში, მასით 6.4 კილოგრამი და ზომით 24 სანტიმეტრი დიამეტრით. ისიც ასევე ფილიპინებში იქნა ნაპოვნი, პალავანის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე.

მასთან შედარებით, ამურაოს განცხადებით, პუერტო პრინცესას მარგალიტი უზარმაზარია, 67 სანტიმეტრი სიგრძის და 30 სანტიმეტრი სიგანის.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარგალიტი გამოყენებული იქნება, როგორც ქალაქის ერთ-ერთი ტურისტული სანახაობა. ის უკვე გამოფენილია ქალაქის მერიაში“, -განაცხადა მან.

მაგრამ თუ თქვენ იმედი გქონდათ, რომ წახვიდოდით, ჩაყვინთავდით და იპოვიდით საკუთარ, მილიონი დოლარის ღირებულების მარგალიტს, თქვენ არ გაგიმართლათ, წერს BBC. ამურაო არავის არ უმხელს, თუ სად იქნა მარგალიტი ნაპოვნი.

“ჩვენ არ ვახმაურებთ ზუსტ ადგილს, სადაც მარგალიტი იპოვეს … ჩვენ რაიმე დამატებით ინფორმაციას აღარ გავცემთ, მათ შორის არც მის თავდაპირველ მფლობელზე“,- განაცხადა მან.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული