ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე ქვეყნის სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფებიან ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანიის ინჟინრები.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია 6 ბავშვის გამოყვანის შესახებ, თუმცა ამ წუთებში მედია მხოლოდ 4 ბავშვის გამოყვანას ადასტურებს. მედიის ინფორმაციით, თითო ბავშვს ორი მაშველი ახლავს, თუმცა არის ერთი, ყველაზე ვიწრო 400 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც ბავშვებმა მარტო უნდა გამოსცურონ. გამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში არიან
Facebook Comments