სოციალური ქსელები და მედია

გამოქვაბულთან, სადაც ბავშვები არიან ჩარჩენილები ძლიერი წვიმაა

Nusagi

ტაილანდში იმ გამოქვაბულთან, სადაც ბავშვები არიან ჩარჩენილები ძლიერი წვიმაა. ამის შესახებ reuters-ი წერს.

ასევე ცნობილი გახდა ბავშვების გამოყვანის გეგმაც. ამ გეგმის მიხედვით, 12 ბიჭს რამდენიმე ჯგუფად გაყოფენ, ერთ ბავშვთან ორი მაშველი იქნება და მწვრთნელი ბოლო ჯგუფთან ერთად გამოვა.

სპეციალური ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00  საათზე შევიდა, გამოქვაბულიდან გამოიყვანეს ეს პერსონალი, რომელიც ოპერაციის მსვლელობისას საჭირო აღარ იყო. ადგილზე მხოლოდ მყვინთავები და ექიმები არიან მობილიზებულები.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, პირველი გადარჩენილი ბავშვი გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 21:00 საათზე უნდა გამოიყვანონ.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,977 ნახვა
%d bloggers like this: