Uncategorized

მღვიმედან გამოყვანილი ბავშვები ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალზე, VIP ლოჟაში არიან დაპატიჟებული

Nusagi

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის გამოყვანილია ექვსი ბავშვი. ინფორმაციას ტაილანდური მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დღესვე 12-ვე ბავშვის და მათი მწვრთნელის გამოყვანას.

გავრცელებული ცნობით, ბავშვები სამედიცინო შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაჰყავთ. როგორც ტაილანდური მედია იუწყება, ყველა ბავშვი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეა დაპატიჟებული, VIP ლოჟაში.

შეგახსენებთ, ტაილანდელი ფეხბურთის გუნდის 12 წევრი, რომელთა ასაკი 11-16 წელია, 25 წლის მწვრთნელთან ერთად დატბორილ მღვიმეში ჩარჩა. მატ იქ 2 კვირა გაატარეს. ბავშვების გადარჩენის ოპერაცია დღეს დაიწყო და მასში სხვადასხვა ქვეყნების მაშველები მონაწილეობენ,

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: