საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები „თბილისის თასის“ მფლობელი გახდა

ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 19:5 დაამარცხა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ აუზზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

საერთაშორისო ტურნირზე „თბილისის თასი“ მეორე ადგილი სლოვაკეთის, მესამე კი – ყაზახეთის ნაკრებებმა დაიკავეს. აღნიშნული ტურნირი არის ყოველწლიური და ევროპის ფედერაციის (LEN) ეგიდით ტარდება.

წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ეტაპია.

Facebook Comments

ახალი დადებული