ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 ბავშვიდან 6 უკვე გამოიყვანეს. სოციალურ ქსელში სამაშველო ოპერაციის პირველი ფოტო-ვიდეოკადრები ვრცელდება.
გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ.
ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.
This is how narrow and risky the evacuation of the 12 kids and coach would be. May the timing align perfectly and all survive!#ThamLuang #Thamluangcave #ThailandCaveRescue pic.twitter.com/VbCsYmEsf5
— JaGo (@JaGoAdvisory) July 8, 2018