სპორტი

ხორვატმა ფეხბურთელმა რუსეთზე გამარჯვება ლოზუნგით „დიდება უკრაინას“ აღნიშნა

Nusagi

ფეხბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი დომაგოი ვიდა ჩანაწერში ამბობს „დიდება უკრაინას! ამის შემდეგ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოგნენ ვუკოევიჩი ამბობს, რომ გამარჯვება რუსეთის ნაკრებზე, ეძღვნება უკრაინას და „დინამოს“.

ვიდეო ვუკოევიჩის ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ფეხბურთელმა მალევე აიღო. ვიდამ კი განაცხადა, რომ პოლიტიკას და სპორტს ერთმანეთში არ ურევს. უბრალოდ, უკრაინაში ბევრი მეგობარი ჰყავს იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც კიევის „დინამოში“ თამაშობდა. „მე ყველა მიყვარს, რუსიც, უკრაინელიც, ბრზაილიელიც, ყველა“,-განაცხადა მან.

ფიფა ჩემპიონატის მატჩებზე პოლიტიკურ ლოზუნგებს კრძალავს. ფედერაციამ არასპორტული ქცევისთვის, შვეიცარიის ფეხბურრთელები ჯაკუ  და შაკირი დააჯარიმა, რომლებმაც გატანილი გოლების შემდეგ, ხელებით ალბანეთის სიმბოლო გამოსახეს.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,053 ნახვა
%d bloggers like this: