სამართალი

ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

Nusagi

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ყოფილ პოლიციელს და აქტივისტს ზვიად კუპრავას, რომელსაც სასამართლოს წევრის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენეს, თავდებში უდგება. ამის შესახებ კუპრავას ადვოკატმა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სარალიძის გარდა კუპრავას თავდებში ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც უდგება. თუ სასამართლომ თავდებობა არ დააკმაყოფილა, ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის 1000-ლარიანი გირაო გადაიხადოს.

თავის მხრივ, პროკურატურა მოითხოვდა  კუპრავას 5000-ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას.

ყოფილ პოლიციელსა და აქტივისტს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სწორედ ამ თანხას მოითხოვდა ბრალდების მხარე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,172 ნახვა
%d bloggers like this: