მექსიკის 6 ბარში ერთდროულად 15 ადამიანი მოკლეს

15 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა მექსიკის ქალაქ მონტერეიში. შეიარაღებულიპირები ერთდროულად დაესხნენ თავს 6 ბარში მყოფ ადამიანებს და სროლა აუტეხეს. ამის შესახებ The Sacramento Bee წერს.

მასობრივი თავდასხმის მოტივად ორ მსხვილ ნარკოკარტელს შორის დაპირისპირება სახელდება.

ყველაზე მეტი მსხვერპლი კაფე-ბარ Rancho Viejo-შია, იქ თავდამსხმელებმა ხუთი მამაკაცი და ერთი ოფიციანტი გოგონა მოკლეს, დანარჩენ ბარებში 1-2 ადამიანია მოკლული.

Facebook Comments

ახალი დადებული