წელს მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასულთა 71% ჩაიჭრა

მიმდინარე წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე სულ 108 834 ადამიანი გავიდა, მათი 71% კი გამოცდაზე ჩაიჭრა. ინფორმაციას შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე „ოლნიუსი“ ავრცელებს.

2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე სულ 57 378 პირი გავიდა, საიდანაც 31 316-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 26 062-მა პირმა კი ვერ ჩააბარა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 2018 წლის პირველ ნახევარში გამოცდაზე 108 834 პირი გავიდა, გამოცდა წარმატებით 31 894 ადამიანმა ჩააბარა, ხოლო 76 940 ჩაიჭრა.

Facebook Comments

ახალი დადებული