სოციალური ქსელები და მედია

წულუკიანი: პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩაიწერება და გამოქვეყნდება

Nusagi

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს წევრის” ოთარ კახიძის განცხადებას პასუხობს, რომელშიც კახიძემ მინისტრს საპროკურორო საბჭოს სხდომის მედიისთვის გახსნისკენ მოუწოდა თეა წულუკიანის თქმით, პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩაიწერება და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

თეა წულუკიანის თქმით, “საპროკურორო საბჭო ღია და გამჭირვალე, მედიისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ორგანოა”.

„როგორც წინა ჯერზე იყო, კანდიდატებთან გასაუბრება ახლაც ჩაიწერება, რომელიც განთავსდება საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე. ასე იყო მანამდე და ასე იქნება ახლაც. შესაბამისად, მედიას, საზოგადოებას ექნება სრული შესაძლებლობა გასაუბრება მოისმინოს და ხელმისაწვდომობაც ჰქონდეს. თუმცა უშუალოდ მედიის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ვერ დაესწრებიან, რადგან ასეთია საბჭოს დებულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მედია მიწვეული იქნება და ჟურნალისტებს შეეძლებათ, საბჭოს ნებისმიერი წევრი გამოკითხონ და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია იყოს.

საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, 11 ივლისს გაიმართება.

მთავარი პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრმა სამიკანდიდატიშეარჩია. მთავრი პროკურორის პოსტზე წარდგენილები არიან: ნინო გოგნიაშვილი, შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე.

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. ზაზა სარალიძე გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ზაზა სარალიძის მამაა. 31 მაისს მან სასამართლოს განაჩენი გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებულისგან არცერთს დაუდასტურდა მისი შვილის განზრახ მკვლელობა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 19 ნოემბრიდან მუშაობდა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2015 წლებში კი – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: