ხარმა ყველაზე ცნობილ ესპანელ ტორეადორს მძიმე ტრავმები მიაყენა. (ვიდეო)

ცნობილი ტორეადორი ხოსე პადილია არენაზე მძიმედ დაშავდა. 45 წლის ესპანელს ხარმა მძიმე ტრავმები მიაყენა. დაზიანებები მას თავის არეში აღენიშნება. ტორეადორს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ხოსე პადილია ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტორეადორია. თავისი კარიერის მანძილზე მას 30-მდე ტრავმა აქვს მიღებული.

2011 წელს პადილიას სარაგოსაში ხარმა თვალი ამოთხარა, რის გამოც მას „მეკობრე“ შეარქვეს. მიღებული ტრავმის შედეგად მან ერთ ყურში სმენაც დაკარგა.

Facebook Comments

ახალი დადებული