სოციალური ქსელები და მედია

დღეს, მღვიმიდან გამოყვანის სამაშველო ოპერაცია ყველაზე დიდ ხანს გასტანს

Nusagi

ტაილანდში, სამაშველო ოპერაციის შტაბის პრესკონფერენციაზე აცხადებენ, რომ დღეს მღვიმეში ჩარჩენილ ყველა ადამიანს გამოიყვანენ.

დილიდან სამაშველო ოპერაციის მესამე, ყველაზე რთული ფაზა დაიწყო. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, დღეს მღვიმიდან გამოყვანას ყველაზე დიდი დრო დასჭირდება, რადგან 4 ბავშვსა და მათ მწვრთნელთან გამოქვაბულიდან გამოსასვლელი იქნებიან ექიმები, მაშველები და საზღვაო ქვეითები.

ორი დღის განმავლობაში, მღვიმიდან 8 ბავშვის გამოყვანა მოხერხდა, ყველა მათგანს ინფექცია აღენიშნება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მშობლებს მათთან მხოლოდ შუშის კედლის მიღმა შეუძლიათ ურთიერთობა.

შეგახსენებთ, ტაილანდის ფეხბურთელების გუნდი, 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი წყალდიდობის გამო მღვიმეში ჩარჩნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,776 ნახვა
%d bloggers like this: