ეროვნული გამოცდებისთვის კონდიციონერები ყველა საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ კონდიციონერები ყველა საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. ინფორმაციას edu.aris.ge- ი ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, ყველა (22) საგამოცდო ცენტრი უკვე არის გაგრილების საშუალებებით აღჭურვილი. კერძოდ 5 ცენტრში არის მობილური კონდიციონერი და დანარჩენში არის სპლიტ–კონდიციონერები ანუ კედელზე მისამაგრებელი კონდიციონერი.

განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიას განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის დამონტაჟება თანმიმდევრულად 6 ივლისიდან დაიწყო.

2 ივლისს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ცატარდეს.

29 ივნისს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.

იმავე დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების  გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.

Facebook Comments
%d bloggers like this: