სოციალური ქსელები და მედია

თბილისში არასრულწლოვნებმა BEKO-ს მაღაზია გაქურდეს (ვიდეო)

Nusagi

გლდანში, არასრულწლოვნებმა BEKO-ს მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები.

„13 ივნისს მოხდა პირველი შემთხვევა. კამერების ჩანაწერები რა თქმა უნდა გვაქვს და როგორც ჩანს, საქმე გვაქვს არასრულწლოვნების ერთი და იგივე კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

“იდენტიფირება წინა შემთხვევაშიც მოხდა, თუმცა ვინაიდან არასრულწლოვნები არიან მათი დაკავება არ მომხდარა. მოვიდა კრიმინალური პოლიცია, აიღეს თითის ანაბეჭდები. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება, თუმცა წინა შემთხვევაშიც იგივე პროცედურები გავიარეთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა BEKO-ს მაღაზიის მენეჯერმა ხატია ტყებუჩავამ.

13 ივნისს მომხდარი ქურდობის შედეგად BEKO-ს მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და თანხაა წაღებული.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,184 ნახვა
%d bloggers like this: