პოსტები სოციალური ქსელიდან

უკაცრავად, მზეთუნახავი აქ ცხოვრობს?

Nusagi
,,როგორც ხდება ხოლმე ზღაპრებში, მამაცმა პრინცმა უცხოელი ვაჭრის ნივთებს შორის იპოვა საოცრად ლამაზი ქალის პორტრეტი.
პრინცს სურათზე გამოსახული მზეთუნახავი ერტი ნახვით შეუყვარდა და მთელ სამყაროში დაიწყო მისი ძებნა. ერთი წელი ეძება პრინცმა მზეთუნახავი, ორი წელი ეძება, ყველა გამოკითხა და საბოლოოდ, როცა ყველა იმედი ამოეწურა მიაგნო ადგილს, სადაც მზეთუნახავი ცხოვრობდა.
პრინცი მიუახლოვდა სასახლეს და კარებზე დააკაკუნა. სასახლიდან მსუქანი, წელს ზემოთ გახდილი მელოტი მამაკაცი გამოეგება, რომელსაც ცალ ხელში ქათმის ნახევრად შეჭმული ბარკალი ეჭირა. – უკაცრავად, აქ ცხოვრობს მზეთუნახავი? – დავუშვათ აქ ცხოვრობს, მერე? – შეგიძლიათ დაუძახოთ? – ვის უნდა დავუძახო? შენი აზრით ახლა ვის ელაპარაკები? – შენ?! – ჰო მე. მე ვარ მზეთუნახავი. – დამცინი? პორტრეტი თან მაქვს, შეხედე! შენ გინდა თქვა რომ ეს ხარ?! – ჰმ… პროფილის ნახატს რომ არ უნდა ენდო, არ გასწავლეს პატარა პრინცო? – გაიღიმა “მზეთუნახავმა” და ბარკალი ჩაკბიჩა.” პიოტრ ბორმორი”-ზურაბ შარეიძის ფეისბუქგვერდიდან
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: